დღეს, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.
ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სსიპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ ამალია იოსელიანს, რომელსაც 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს, საზეიმო ვითარებაში საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.
სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტში წელს 550-მა პირველკლასელმა შეაღო.
სრულიად სასკოლო საზოგადოებას ვულოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!