სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ფოთელ მოსწავლეებს სასკოლო ჩანთები და სასწავლო ნივთები გადაეცა საჩუქრად. წელს პირველად, ფოთში, ახალი პროგრამა – ,,სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფის” პროგრამა დაინერგა.
პირველ ეტაპზე აღნიშნული სერვისით ისარგებლა ფოთში რეგისტრირებული და საჭიროების მქონე I-VI კლასის 85-მა მოსწავლემ.
ახალი სოციალური პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს!