📍ქალაქ ფოთს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს პოლონეთის ქალაქ სუვალკის დელეგაცია,რომლის შემადგენლობაში არიან ქალაქის მერი ჩესლავ რენკიევიჩი, ვიცე-მერი ბიეტა სიდორეკი, ქალაქ სუვალკის საკრებულოს წევრი კაროლ კორნელუკი, კომპანია „RESO Europa Service”-is პრეზიდენტი ბრონისლავ ვოჟნიალისი. 🔹სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული. 🔹პოლონელი სტუმრები ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრებიან. ფოთსა და სუვალკს შორის დამეგობრების მემორანდუმს 2016 წელს მოეწერა ხელი.