საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა ქალაქის მერთან ერთად ლიეპაიას ქუჩის გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესებს დაესწრო და ადგილზე დაათვალიერა. სამუშაო პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტო – ბეტონის, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელების, გამწვანების, გარე განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე საგზაო ნიშნების განთავსება.
სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს შპს „გზა-მშენებელი-13“ ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 669 343 ლარს შეადგენს .
პარალელურად მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, კონსტიტუციის და ვატაევის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაა და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Escort