საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და რეგიონულ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდნენ, მიღწეული შედეგები მიულოცეს და ფულადი ჯილდო გადასცეს.
სპორტის სახეობა კარატეში – 27-30 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის მე-13 ჩემპიონატის პრიზიორები –
ნინო ლიპარტია – უმცროს ასაკში ევროპის ჩემპიონი;
ილია ტრაპაიძე – უმცროს ასაკში II საპრიზო ადგილი;
ლაშა კუპრავა – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
მიხეილ კუკავა – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
ლიზი კუპრავა – ჭაბუკთა შორის III საპრიზო ადგილი.
მწვრთნელი – ცეზარ სულამანიძე
მენეჯერი – ზაზა ქოიავა
სპორტის სახეობა უშუ კუნგფუში – 23-28 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები ახალგაზრდებს შორის:
სოფიკო აფხაზავა – III საპრიზო ადგილი;
მარიამ არზიანი – II და III საპრიზო ადგილები;
დიდებს შორის:
მაკა გაბესკირია – I და II საპრიზო ადგილები
მწვრთნელები – ვასილ დუნდუა და ნუგზარ ნიკოლენკო.
მენეჯერი – ზაზა ქოიავა
სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში- 19-23 აპრილს, ისრაელის ქალაქ ხაიფაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ჭაბუკებს შორის –
გივი კვინჩია- III საპრიზო ადგილი;
მწვრთნელი – ნუკრი ბერაია.
სპორტის სახეობა ჭიდაობა ძიუდოში ვეტერანებს შორის- აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები:
გივი ნადარეიშვილი – III საპრიზო ადგილი;
ლაშა მიქაბერიძე – III საპრიზო ადგილი;
მენეჯერი – გია გუგუშვილი.
2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ლიგის (11×11) გამარჯვებულ ფეხბურთის სამოყვარულო გუნდს „ჭაბონამა.“ მენეჯერი – დავით დგებია.
ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.
Escort