ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.
თამაშებში – ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობდნენ.
თამაშებში 29 გუნდი ასპარეზობდა. მათ შორის თბილისის სუპერ ლიგის 12 გუნდი. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ.
რა? სად? როდის? :
I ადგილი – Britania;
II ადგილი – SPQR;
III – დინამო;
ბრეინ-რინგი:
I ადგილი – Britania;
II ადგილი – SPQR;
III ადგილი -Interstellar;
ჯეპარდი:
I ადგილი – გიორგი გვეტაძე;
II ადგილი – ლუკა ლომსაძე;
III ადგილი – გაგი გაბრიჭიძე.
ფოთის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.