2023 წლის 14 დეკემბერს,12:30 საათზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №12
- განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მამუკა კაცაძის №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“.
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
- განკარგულების პროექტი -„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 555.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.21.063) შპს „არაგვისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
- დადგენილების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“.
- განკარგულების პროექტი -„მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ფოთის მუნიციპალური დოკუმენტის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი -„ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024-2027 წწ) დამტკიცების შესახებ“.
- კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა