ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო: გარე განათება, ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.
დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა. ,, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით”- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებები შპს „გზა-მშენებელი-13“ განახორციელა და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 669 343 ლარს.