ფოთის ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური ადაპტირებული სივრცე მოეწყო.
ახალ სივრცეში განთავსებულია ლედ მონიტორი, დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია, დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონები და ჭადრაკის მაგიდები, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.
მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტ ,,ინოვაციური გარდასახვა“-ს გრანტის ფარგლებში. ქალაქმა ფოთმა პროექტისთვის მიიღო 60 000 ევროს (ეკვივალენტი ლარებში) დაფინანსება.
პროექტი განხორციელდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ჩართულობით.