2024 წლის 29 თებერვალს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 სხდომის
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დარეჯან ცხვიტარიას, პაატა ჩაგანავას, მარიამ უჩანეიშვილის,
ჟანა ჩაჩავას 2024 წლის 5 თებერვლიდან ფრაქციიდან გასვლის ფაქტის ცნობად
მიღების შესახებ.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ლაბარტყავასათვის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების 2024 წლის 5 თებერვლიდან შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
3.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების თაობაზე.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა №226-ში მდებარე 18249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.12.711) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.
7.გოეთეს ინსტიტუტის ფილიალი საქართველო, ევროკავშირის პროექტი EU4CULTURE ფარგლებში შემუშავებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის (2022-2027) მიხედვით გათვალისწინებული, შერჩეული აქტივობების განხორციელებისთვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.
დასწრება თავისუფალია.