საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსდა!
ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია.
ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო.
ფოთელი სტუდენტების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, ,,საბაკალავრო პროგრამის’’ ფარგლებში, ფოთელი სტუდენტების წახალისება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალაქში გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, შესაბამისად აქტიურად გაგრძელდება სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება.