ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა, პროექტ EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი გადმოსცა.
საგრანტო დაფინანსება მიზნად ისახავს პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.
2024 წელს, მიღებულ გრანტს, ფოთის მუნიციპალიტეტი კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენებს და სექტემბერში გამართავს ღონისძიებას, სახელწოდებით – „ფოკუსში: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი”.
ღონისძიება 3 მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი. აღნიშნული აქტივობები ქალაქში მრავალფეროვანი და დინამიკური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.
ფოთთან ერთად, ევროკავშირმა, პროექტ EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი გადასცა: ქუთაისს საქართველოში, ჩარენცავანს და სევანს სომხეთში და ორჰეის მოლდოვას რესპუბლიკაში. თითოეული გრანტის მიმღები, EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრები არიან.
„საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების დეცენტრალიზებული განვითარება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, გააძლიეროს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ახალი შესაძლებლობებით. ევროკავშირის მხარდაჭერა EU4Culture-ის მიერ იქნება რეგიონული ქალაქების წახალისება, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი ადგილობრივი ხელოვნებისა და კულტურის პოტენციალის რეალიზებაში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე”, განაცხადა მარია სტოგოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture აგრძელებს ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გაცემულმა მხარდაჭერის პაკეტმა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონებში შესაძლოა განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა წაახალისოს, რაც მათ რეგიონებში კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობას შეუწყობს ხელს” – აცხადებს EU4Culture პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანატოლი ბაიფერტი.