დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ფოთის ცენტრალურ პარკში. მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცე ზღაპრის გმირების მონაწილეობით; მაყურებელი დაესწრო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას, სხვადასხვა სახის ვორქშოფსა და ადგილობრივი შემსრულებლების თეატრალურ წარმოდგენებს.
კულტურული ღონისძიებები კი დაასრულა ბენდ “გრიფის” კონცერტმა.
ფოთის მერია აქტიურად დაუჭერს მხარს დაუნის სინდრომის მქონე პირებს, რათა მათ იცხოვრონ სრულფასოვან და სტერეოტიპებისაგან თავისუფალ გარემოში!
#დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე2024