ქალაქ ფოთში,26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 460 940 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღნიშნულ ლოკაციაზე ფუნქციონირებდა N 1 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ამ ადგილზე გაგრძელებულიყო სკოლამდელი აღზრდის მრავალწლიანი ისტორია. შესაბამისად, შენობის ავარიულობის დადგენის შემდგომ მისი დემონტაჟის და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი გადაწყდა საბავშვო ბაღების მშენებლობა და განახლება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გააგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე