ფოთის საგამოფენო დარბაზში, არტ-თერაპიის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ,,ჩემი ფერადი სამყარო” მოეწყო.
არტ -თერაპიის წრე, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა.
აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ სარგებლობენ ფოთში მცხოვრები განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები 6 წლიდან.
თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში მიმდინარეობდა. მასში, პირველ ეტაპზე, 10 მოზარდი ჩაერთო.
პროგრამის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარება;სოციალური უნარების გაუმჯობესება; დაძაბულობის და სტრესის მოხსნის ხელშეწყობა; ადაპტირება საზოგადოებაში; ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.