2024 წლის 31 ივლისს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მე-7 სხდომის
დღის წესრიგი:
/სავარაუდო/
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
/მომხს: დავით ჯგერენაია – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის
არქიტექტურის სამსახურის უფროსი/
/მომხს:ბექა მორჩილაძე – სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
/მომხს: მაია მაკალათია – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი/
/მომხს:ნანა ვეკუა – სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ქუჩაზე მდებარე 241.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.730) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი №26-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 89.09 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.10.017.01.513) შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 132.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.361) შპს „სოიასტარისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 24.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.1028) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
7. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.