📌პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია და მერის მოადგილეები- მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს, დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ. 🔜ფოთის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო, რომლის ფარგლებშიც, უახლოეს პერიოდში მალთაყვაში, დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო მოედანი და იქ მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვთა სათამაშო მოედანი მოეწყობა , ხოლო სასტუმრო „აიეტის“ დევნილთა დასახლებაში საბავშვო მოედნისა და ბუნგალოს მოწყობა იგეგმება. 🔜პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს, დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. 🔜პროექტის აქტივობები სამი ძირითადი კომპონენტის ქვეშ ერთიანდება: სოციალურ-საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა,დევნილთა ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილება. 🔜პროექტის ერთ-ერთი მთავრი მიზანია დევნილი თემებისა და ახალგაზრდების გაძლიერება სამიზნე ლოკაციებში მათი დატრენინგებისა და თემის მხარდაჭერის პროექტების განხორციელების გზით. პროექტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის 2 სამიზნე ლოკაციაში მალთაყვის დევნილთა დასახლებაში და სასტუმრო “აიეტის ” დევნილთა დასახლებაში უკვე განხორციელდა თემის მობილიზაცია და ჩატარდა ტრენინგები 2 მოდულში: ბავშვის უფლებების დაცვა და პროექტის ციკლის მართვა. .