2024 წლის 15 აგვისტოს, 11:30 საათზე , ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი №8
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანში მდებარე 198.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.075) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის N12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა
მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12