მალთაყვის სანაპიროზე, მინი წყალბურთში თამაშები გაიმართა.
გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ფოთის საცურაო კომპლექსის წყალბურთელები ასევე მოხალისეები. გათამაშების დასასრულს გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
თამაშები, ფოთის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტული სახეობის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საცურაო კომპლექსში ჩამოყალიბებულია წყალბურთის სპორტული ჯგუფები. გუნდებს წვრთნიან, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული, მოწვეული მწვრთნელები. ასევე ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება და მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები.