ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საქართველოს შინაგან საქმეთ ა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სანაპირო დაცვის ბაზაზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს, ტაქტიკური რაკეტებით ქალაქ ფოთში, დაბომბილ იქნა სანაპირო დაცვის ბაზა, ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა და სავაჭრო ნავსადგური, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ოცდათორმეტი მეომარი.