2024 წლის 30 ოქტომბერს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 სხდომის
დღის წესრიგი:
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №14/37
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის
ანგარიშის შესახებ.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული 11 (თერთმეტი) ერთეული უძრავი ქონების არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი
სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის
გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე 102.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.15.510) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5(ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
5.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6.ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი SeaClear2.0 ფარგლებში „პლასტიკური ნარჩენების მართვა საქართველოში“ განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7.პროექტის ,,პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭინას კავშირის აღდგენის გეგმა” განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვის მიზნით,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
8 ,„ASSOCIATION CENTRE FOR SOCIAL INNOVATIONS BLINK 42-21 SKOPJE ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 აგვისტოს N8/41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.