ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 6 თვის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ფინანსურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი 117,4 %-ია და გადაჭარბება 2244,4 ათ. ლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 2 003, 9 ათ. ლარია. ამის თაობაზე ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სამუშაო თათბირზე განაცხადა, რომელზეც ფინანსურ საკითხებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
![ბიუჯეტის შემოსულობები 2 244,4 ათასი ლარით გაიზარდა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/11/67656834_2511231558932905_6884587637798076416_n.jpg)