2024 წლის 25 ნოემბერს,12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-11 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-11 სხდომის
დღის წესრიგი:
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
2.საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული,
მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
სერვისების ცენტრის დირექტორის ანგარიშის შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.