✍ 2019 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე (რიგგარეშე) სხდომა. ✍ სხდომაზე მიღებულ იქნა 2 განკარგულება და დამტკიცდა 1 დადგენილება. ✍მოსმენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრთა მიერ ცნობად იქნა მიღებული. ✍განკარგულების შესაბამისად უარი ეთქვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარმოდგენილი საკრებულოს განკარგულების „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №20/69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებაზე. ✍ მოქმედი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდა: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტექსტური ნაწილი. ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა. გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა. ძალადაკარგულად გამოცხადდა თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №23/138 განკარგულება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“.