ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ახალი პროექტი – „ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ბავშვზე ორიენტირებული მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციისთვის საქართველოში“, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციასთან პარტნიორობით იწყებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მათი გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.