ქალაქ ფოთში, ,,კოლხეთი 1913“-ის სათამაშო სტადიონზე აქტიურად მიმდინარეობს მინდვრის საფარის სრული რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მოედნის საფარი რულონური სპორტული ბალახით მოეწყობა. სრულად იცვლება საფუძველი, ასევე სადრენაჟე და საირიგაციო სისტემა.
დეკემბრის ბოლოს დასრულდება მინდვრის საფარის მოწყობა და გაზაფხულიდან შესაძლებელი იქნება საშინაო მატჩების ჩატარება.
პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა რომ შემდეგი წლიდან დაიწყოს მეოთხე ტრიბუნის მშენებლობა და სტადიონმა სრულფასოვნად დააკმაყოფილოს უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტი.
აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.