ახალგაზრდობის დღე ფოთში, სპორტული და კულტურული აქტივობებით აღინიშნა. მალთაყვის ბულვარში პლაჟის ფრენბურთი, ფეხბურთი, კროსი და ველოგარბენი ჩატარდა. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა დააჯილდოვა. მოეწყო ფერების ფესტივალი. ახალგაზრდობის დღე ია ტომაშის, ბენდი ქონექშენის და DJ SABA-ს კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. 12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 2000 წლიდან, გაეროს რეზოლუციის საფუძველზე აღინიშნება.