რეინტეგრირებული და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება

პროგრამის მართვა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რეინტეგრირებული ან/და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვიანი ოჯახების სოციალურ ხელშეწყობას, სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერებას, კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) და ინტერნეტით სარგებლობის სრული/ნაწილობრივ დაფარვას, რაც ბავშვებს სწავლისა და განათლების შესაძლებლობას აძლევს.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე რეინტეგრირებული ბავშვების ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების (1-დან -18 წლამდე) ოჯახები, რომელთაც აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს – სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე.

1. „ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თითოეულ რეინტეგრირებულ ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებულ ბავშვს, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2025 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე, 2025 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას, ასევე ოჯახს, რომლის არასრულწლოვანი

შვილი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში და იგეგმება მისი ოჯახში რეინტეგრაცია. დახმარების გაცემის ვადა განისაზღვრება ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციითა და რეინტეგრაციის მოქმედების ვადით. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობათ, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2025 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად კალენდარული წლის ბოლომდე, მაგრამ არაუმეტეს რეინტეგრაციის მოქმედების ვადით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პროგრამის სამიზნე ჯგუფების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) და ინტერნეტის სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების დაფინანსება/თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

– ბენეფიციარებს ყოველთვიურად აუნაზღაურდებათ მოხმარებული კომუნალური გადასახადის – ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულება, თვიური ლიმიტის მიხედვით, ოჯახზე არაუმეტეს 30 ლარისა. თანხა აუნაზღაურდება მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე ბენეფიციარებს, ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. კომუნალური გადასახადების ღირებულება

აუნაზღაურდება, მის მიერ წარმოდგენილ შესაბამის აბონენტის ნომერზე (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის), მიმწოდებელი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

– ინტერნეტის სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარისა. ბენეფიციარებს ინტერნეტის ღირებულება აუნაზღაურდება, მის მიერ წარმოდგენილ შესაბამის აბონენტის ნომერზე, მიმწოდებელი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

პროგრამის მიზანია ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან რეინტეგრირებულია ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებულია ერთი ან მეტი ბავშვი.

პროგრამის მართვა:

პროგრამით სარგებლობისთვის მშობელი ან/კანონიერი წარმომადგენელი ან სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.

რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვის ოჯახის სტატუსს ადასტურებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო წერილობით.

დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ადმინისტრაციული აქტით, რომლის საფუძველია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ გაცემული დასკვნა – რეკომენდაცია.

გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია:

ა) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) სსიპ „სახემწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ;

დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, აბონენტის ნომრის მითითებით (ქვითარი);

ვ) სხვა დამატებით დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.

დასკვნას და შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი, ხოლო ბრძანების პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილება.

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişcasino siteleriDeneme BonuslarOnwincasibom girişcasino sitelericasibom güncel girişcasibomholiganbetjojobet güncel girişholiganbet girişcasibom güncel girişcasibom girişcasibom güvenilir girişonwin güncel girişbets10 giriş adresi Skip to content