8 თებერვლიდან, ფოთში, მუსიკის თერაპიის პროგრამა იწყება!
ახალი სერვისი განკუთვნილია ფოთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3-10 წლის ბავშვებისათვის. პროგრამა ფოთის მოსახლეობისათვის უფასოა.
მუსიკალური თერაპიის პროგრამას განახორციელებს ქ. ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი.
პროგრამა 6 თვის მანძილზე გაგრძელდება. მას წარმართავენ კვალიფიციური სპეციალისტები. თერაპიები ჩატარდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
განაცხადები მიიღება 20 იანვრიდან – 30 იანვრის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტაციაა:
– ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
– ბავშვის ფოტოსურათი (3×4);
– მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
– ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ მისამართზე: ქ.ფოთი, გამსახურდიას N 4, არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 161 557.