14 აგვისტოს ქალაქ ფოთში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორია. ➡ შეწამვლითი ღონისძიებები, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ✔📞 ღონისძიების დაწყების შესახებ, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ, ადგილობრივ მოსახლეობას, სატელეფონო გზავნილი, 24 საათით ადრე გაეგზავნა ⚠📌 რეკომენდაცია – თერმული ნისლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, მოერიდეთ ნისლში მოხვედრას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ კარის და ფანჯრის გაღება, ასევე გარეთ გასვლა. ↪ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge ☎️ ცხელი ხაზი: 1️⃣5️⃣ 0️⃣1️⃣ #ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას