📌ქალაქ ფოთში საცურაო აუზისა და მულტიფუნქციონური სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან – კონსტანტინე თოფურიასთან,მამუკა პაპასკირთან და პაატა ლაგვილავასთან ერთად გაეცნო. 📌 სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში დასრულდება ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და დაიწყება შიდა სამუშაოები. 📌 პროექტი, რომლის ღირებულება 14 500 000 ლარს შეადგენს, ითვალისწინებს ორი საცურაო აუზისა და 350 ადამიანზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას, პარკინგის სივრცის მოწყობას, ეზოს მოპირკეთებას და გამწვანებას. 📌მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.