🔹ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ პარკში მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და სათამაშო (საბავშვო) მოედნები, გაზონი, საპარკო სკამები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორაციული განათების ბოძები.
🔹დაგეგმილია ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, მწვანე ნარგავებისგან მხატვრული ფორმების შექმნა, სეზონური, მცირე დროებითი არქიტექტურული ნაგებობებისათვის ადგილების მოწყობა; პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება;არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა; ღია სასცენო ნაგებობის, ატრაქციონების მოწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების პიერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწყობა;
🔹პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
ქალაქის ცენტრალური პარკი ისტორიული ადგილია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები იმართებოდა.ბაღის კეთილმოწყობასა და მცენარეთა სახეობებით გამდიდრებაზე ზრუნავდა ფოთის ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე.