▶️ქალაქის იერსახის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შექმნილმა საკრებულოს დროებითი კომისიის წევრებმა ხვიჩა ცხვიტარიამ და თორნიკე შონიამ “მერსედესის ცენტრის” მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას. ▶️კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე გასუფთავდა გზა, ჩატარდა მოხრეშვითი სამუშაოები და კაპიტალურად შემოიღობა ეზო. ▶️ კომისია უსახური შენობების, მიტოვებული მიწის ნაკვეთების, არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.