✅შობის ბრწყინვალე დღესასწაული ქალაქში, ტრადიციულად, ალილოთი, აღინიშნა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს.
✅საზეიმო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. მასში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი მონაწილეობდა.
✅მეალილოეებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და მერის მოადგილეები თანამშრომლებთან ერთად შეურთდნენ.
✅დღეს, 19:00 საათზე, მთავარ ნაძვის ხესთან საშობაო-საახალწლო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფები მიიღებენ. დაჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები. ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც ყველა მისულ სტუმარს გლიტვეინისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება ექნება. ღონისძიებას კი ჯგუფი “ფრანი” დაასრულებს.