▶️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება. პროექტის განხილვა მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საჯაროდ შედგა. ▶️ საქართველოს მელიორაცია ფოთში უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. 60 წლის შემდეგ, მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისა და ნატანისაგან გაიწმინდება. გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400 კუბურ მეტრს წამში, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის და წყალდიდობის პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში, ე.წ. მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის გაწმენდა მოხდება, ასევე ზღვის შესართავთან რიონის, ამჟამად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება. ▶️პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება მოხდება. იმის დასადგენად, თუ სად არის დალექილი ტერიტორიები და რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი.