▶️ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
▶️პირველ ეტაპზე განხორციელდა სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, შიდა ფასადის რემონტი, რეაბილიტირდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.
▶️ მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რემონტი. სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
▶️თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.