✔ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან და მოადგილეებთან ერთად ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. 🔹 სახელმწიფო რწმუნებულმა №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლაში გადახურვის სამუშაოები და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდა. პირველლი სკოლის გარდა სხვადასხვა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ფოთის №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში. 🔹 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ,,უეფას” ხელშეწყობით, ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით და ტექნიკური შენობა, სადაც განთავსდება ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელები, მწვრთნელების ოთახი და სამედიცინო სივრცე. საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. 🔹 ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე გაეცნო კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მშენებლობის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში ტროტუარებთან ერთად სანიაღვრეების და ბორდიურების მოწყობა მოხდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 371 470 ლარია. 🔹ფოთში ასევე მიმდინარეობს ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტი სახურავის, სარდაფის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის რეაბილიტაციას, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს. პროექტის ღირებულება 904 824 ლარია. 🔹სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებს.