„პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“, “ანგარიშის მომზადება, ეფექტური პრეზენტაცია, პროექტების წერა“_პოლიტიკური ბრენდინგის თემებზე ფოთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა. პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის ტრენინგი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი. ცენტრის დირექტორმა თამარ ჩიბურდანიძემ პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნებაზე, ეფექტური კომუნიკაციის სახეებზე, სტრატეგიულ დაგეგმარებას, კრიზისული სიტუაციების მართვასა და ეფექტური პრეზენტაციის ორგანიზების თემებზე ისაუბრა. ტრენინგს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები: კონსტანტინე თოფურია, მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებული წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები დაესწრნენ.