🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების საკითხზე, ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. 🔹შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მიმართეს და ყურადღება გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე გაამახვილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას სხვა აქტივობებითაც განაგრძობს. 🔹სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 🔹ტრენინგს ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელი გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ზარანდია ესწრებოდნენ. 🔹ცენტრის თანამშრომლებმა ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.