☑️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ,მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა მაკა ზარანდიამ და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა შალვა სარდალიშვილმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს , პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცეს. ☑️ახალი სასწავლო წლისათვის ფოთის 15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.