პროგრამის მართვა
ქვეპროგრამის მიზანია: ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება.
ქვეპროგრამის პრიორიტეტებს წარმოადგენს:
კატასტროფის მართვა (რისკის შემცირება, მზადება, რეაგირება), ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება.
ძირითად (პირდაპირ) სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
1. ახალგაზრდები, სასკოლო და სკოლამდელი ასაკის მქონე პირები;
2. 60-65 წელს ზემოთ, ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებული ხანდაზმულები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიასა და შემწეობას;
3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფები;
4. შერჩეული თემის ლიდერები და წევრები.