კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ფოთის საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ყველა სკოლამდელ-საამღზრდელო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.
საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.