🔹ფოთში ვეტერანთა დღე აღინიშნა. ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ,ომის ვეტერანებთან ერთად, დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
🔹პაატა ლაგვილვამ ვეტერანებს 17 ოქტომბერი – ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა. „ქვეყნის ერთიანობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას არაერთი გმირის სიცოცხლე შეეწირა .ვეტერანთა ამაგი ფასდაუდებელია. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წელს უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ მათთვის”- განაცხადა მერის მოადგილემ.
🔹საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა