⭕️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის წევრებმა – თამარ აბულაძემ, ანა დეკანოსიძემ და ვერა გეგენავამ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ის და შპს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს თემაზე – თამბაქოსგან თავისუფალი ქალაქები, კანონმდებლობის სიახლეები და მონიტორინგის შედეგები.
➡️შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია დაესწრო.
➡️თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის FCTC2030 პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე, საქართველოში თამბაქოს მოხმარების კუთხით არსებული ვითარება, კანონში შესული ახალი რეგულაციები და თამბაქოსგან თავისუფალი ქალაქის კონცეფცია განიხილეს.