🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში , კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა ფოთის მუნიციპალიტეტში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს ტრენინგი ჩაუტარეს.
➡️ტრენინგზე მოხალისეებს სათანადო კონსულტაციები გაეწიათ. ➡️მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები დაკომპლექტდა მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეციარებს ეხმარებიან.
⏺მოხალისეები უზრუნველყოფენ:
🔘ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანას;
🔘ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგებას;
🔘თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას; ⏺აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.
![ფოთში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/03/90524695_2993441590711897_8844522231624105984_o-1.jpg)