დღეს, 8 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ საკრებულოს წევრებთან, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან და სხვა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ობელისკი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 12 ფოთელი გარდაიცვალა. გმირების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკათედრო ტაძარში მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
“ – დღეს, აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გაწირეს თავი და კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს. ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ეს ბიჭები არიან გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან . ჩვენი სურვილია არ დაგვჭირდეს, რომ ახალგაზრდები მძიმე წარსულით მოვიგონოთ. მხოლოდ მამულის აღმშენებლობას მოხმარდეს მათი ახალგაზრდული ენერგია!“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.