საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და საკრებულოს წევრები აბიტურიენტებს ულოცავენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას. “- გილოცავთ სტუდენტობას! სიახლეებით აღსავსე და დაუვიწყარი პერიოდის დაწყებას თქვენს ცხოვრებაში. თქვენი წინსვლა განათლებაში და პიროვნულ განვითარებაში მიღწეული წარმატებები ქვეყნის შენების გარანტიაა. გისურვებთ საკუთარი თავის რწმენას, მოთმინებას,გამძლეობას,სიმხნევეს და შრომისუნარიოანობას. “ადამიანები იმიტომ იბადებიან,რომ დაიღალონ თავიანთი პიროვნების შექმნაში.”ეს ყოველივე კი განათლების გარეშე შეუძლებელია. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პიროვნების ცხოვრებაში,თქვენმა მიზანდასახულობამ, შრომამ, სიბეჯითემ ჩამოგაყალიბოთ ისეთ მოქალაქეებად, რომელთაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლიათ ქვეყნის და ერის მომავლისთვის!”