#დარჩისახლში
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება პრევენციული ღონისძიებების უფრო გამკაცრებაა საჭირო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება.
მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
დარჩით სახლში,დავიცვათ რეკომენდაციები,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი.
ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება.
ცხელი ხაზი: 591417520.
#დარჩისახლში