დღეს, 27 სექტემბერს, „მსოფლიო დასუფთავების დღე“ -სთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე პაატა ქირიამ მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში ნარჩენებისაგან დასუფთავდა ქალქ ფოთის ნავსადგურის სანაპირო ზოლი.
აქცია, რომელიც მწვანეთა მოძრაობა (დედამიწის მეგობრები) ორგანიზებით ხორციელდება, მიმართულია მყარი ნარჩენების, მათ შორის საზღვაო ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისაკენ და მასში 134 ქვეყანა მონაწილეობს.
ამ დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დევიზით “დავასუფთაოთ მსოფლიო!“ საქართველოც აღნიშნავს და ყოველ წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც უერთდება.