„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როდესაც გვაქვს საშუალება, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ვუმასპინძლოთ ფოლკლორულ ანსამბლებს, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთ კულტურას. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების” – ასე მიმართა ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე „კავკასია 2019“ შემოქმედებითი კოლექტივების წევრებს. საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში მეცხრედ ტარდება, საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ორგანიზებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.ფესტივალის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ კონცერტებს. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით , ფესტივალის მიზანი ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, მსოფლიო ფოლკლორის კულტურის პოპულარიზაცია, ურთიერთპატივისცემის და ტოლერანტობის გაძლიერება, ქორეოგრაფების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაა.